17 ნოემბერი 2024,   07:03
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მოჭამა დრო, მისი შემდგომი ხელისუფლებაში დატოვება ქვეყანას წაიყვანს უფსკრულისაკენ - რომან გოცირიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დრო მოჭამა და მისი შემდგომი ხელისუფლებაში დატოვება, იქნება 4 თვე თუ 4 წელიწადი, ქვეყანას უფსკრულისაკენ წაიყვანს.

"ქართულმა ოცნებამ" მოჭამა დრო. "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი აჩვენა ამ 8 წელში და ყოველი შემდგომი პერიოდი, მისი შემდგომი ხელისუფლებაში დატოვება, იქნება 4 თვე თუ 4 წელიწადი, ქვეყანას წაიყვანს უფსკრულისაკენ.

სახელისუფლებო მხარემ რა გააკეთა ვიცით, ოპოზიციის მხარე, რომელიც კოალიციურად მოვა, ადრე თუ გვიან ხელისუფლება იცვლება და კოალიცია არ იქნება ჰარმონიული, უმძიმესია, იქნება კონკურენცია, ჩვენ არ გამოგვიცდია კოალიციური მმართველობა, ძალიან რთულია, ერთ რამეში ვიქნები დარწმუნებული, რომ არასდროს ერთი პარტია არ იქნება დომინანტი და უზურპატორი, რომელიც საბჭოთა გადმონაშთია.

ოპოზიცია ვალდებულია, აიღებს ხელისუფლებას და პირადად მე, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია თუნდაც პარლამენტში, ნორმალური, ჯანსაღი საპარლამენტო მუშაობის პერიოდში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები