17 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
შეგვეშინდა რაიმე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და "ოცნებასთან" საერთოდ არ გვინდა შეხვედრა - ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მმართველ გუნდთან საუბრის სურვილი პარლამენტში შესვლაზე მზაობას არ ნიშნავს.

"თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას და მაგიტომ მეკითხებით. ყველას ველაპარაკებით, აბსოლუტურად ყველას. ისეთი დიდი ინტერესი იყო დღეს მედიასაშუალებების მხრიდან, რომ შეგვეშინდა რაიმე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და საერთოდ არ გვინდა შეხვედრა. ახლა, სინამდვილეში, მთავარი ამბავი არის, რომ სკანდალები და კონცერტები კი არ მოვაწყოთ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელსაც შევეცდებით, რომ გადავდგათ, ჰქონდეს მაქსიმალური სერიოზულობა. ჩვენ  ვცდილობთ, ასეთი რეჟიმით ვიცხოვროთ იმ საგიჟეთში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

 

დღის ამბები