17 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რისკები, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, ნაკლებია - დიმიტრი ხუნდაძე  

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრისთვის COVID-19-ის დადასტურებას ეხმაურება. მისი თქმით, რისკები, რომ საბჭოს წევრებში იყოს ვირუსის გადაცემა, ნაკლებია. 

"ის, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა, კიდევ არის დასტური იმისა, რომ ვირუსმა არ იცის თანამდებობა, არ იცის გვარი სახელი, ეთნოსი, წარმომავლობა, ასე რომ სიფრთხილე გვმართებს ყველას. რისკები, რომ თვითონ საბჭოს წევრებში იყოს გადაცემა, ნაკლებია. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო დაკონკრეტდება კონტაქტების სიახლოვე. ერთია წესების დადგენა და მეორეა მისი დაცვა. ეს არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, სამართალდამცველებს არა ერთხელ უწევთ, რომ გამოიყენონ ადმინისტრაციული საჯარიმო სანქციები. რაც მეტად ჩამოვაცილებთ პოლიტიკას ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ უფრო გაადვილდება რეგულაციების დაცვაც,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პრემიერ- მინისტრისთვის კორონავირუსის დადასტურებას ეხმაურება და ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახელებს, ყველა, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავა. 

"სახელებს აქ მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერ-მინისტრია, პრეზიდენტია, პარლამენტის წევრია თუ მოქალაქეა, რასაკვირველია თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და დაკავშირება ამის, რომ ქვეყანა ჩაიკეტება და მოხდება ლოკდაუნი, არასწორია. იმიტომ რომ, აქ სტატისტიკაზეა და ფორმულაზეა ლაპარაკი, რომელიც ვთქვათ, საფრანგეთს აიძულებს, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ლოკდაუნი მიიღოს და ევროპის ბევრ ქვეყნებში არის დამოკიდებული იმ სტატისტიკაზე, რაც სამწუხაროდ, შეიძლება რეალობად იქცეს,“ - ამბობს გია ვოლსკი. 

დღის ამბები