11 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
Pfizer-​მა ისრაელისთვის 700 000 ვაქცინის გაგზავნა შეაჩერა 

Pfizer-​მა შეაჩერა 700 000 ვაქცინის ისრაელისთვის გაგზავნა. მიზეზი დავალიანებაა, რომელიც 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს. 

INSIDER-ი წერს, რომ Pfizer-​ის თანამშრომლები ისრაელის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე საუბრობენ და "ბანანის რესპუბლიკას" უწოდებენ.

მედიასაშუალება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ Pfizer-​ის ხელმძღვანელებს ეჭვი ეპარებათ, ქვეყანამ პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობით ვალის გადახდა შეძლოს. 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით,  5,27-მა მილიონმა, 16 წლის ზემოთ, უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო ორივე დოზა მიღებული აქვს 4,84 მილიონ ადამიანს, რაც ვაქცინირებული მოსახლეობის სტატისტიკით მსოფლიო ქვეყნებს შორის Pfizer -ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. 

დღის ამბები