17 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
გამოიყენა თუ არა საქართველომ 2008 წლის ომში კასეტური ბომბები - იუსტიციის სამინისტრო სერგი კაპანაძის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება

გამოიყენა თუ არა საქართველომ 2008 წლის ომში კასეტური ბომბები - იუსტიციის სამინისტრო "ევროპული საქართველოს" წევრის ფეისბუქსტატუსს ეხმაურება, სადაც სერგი კაპანაძე წერს, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე - რომელიც 2008 წლის ომს შეეხებოდა, მან უპასუხა, რომ "არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი".

იუსტიციის სამინისტრომ საპასუხოდ გაავრცელა მინისტრის მოადგილის კომენტარი. ბექა ძამაშვილის თქმით, იმის მტკიცებას, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, მხოლოდ რუსეთი ცდილობდა:

"სტრასბურგის სასამართლოს წინაშე  რუსეთი ცდილობდა ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით,  საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები მთლიანად გაქარწყლდა და მართლაც რომ ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა, რომ თუ ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს და თუ ვინმე ჩადიოდა დანაშაულს 2008 წლის ომის დროს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ამ ყოველივეს შემდეგ თუ ვინმე ცდილობს, რომ დღეს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა და რა თქმა უნდა, მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.

დღის ამბები