19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 2%-ს ზემოთ იქნება სიგნალი, რომ უფრო აქტიური ჩარევაა საჭირო - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს მაშინ, როცა გაკეთებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება.

მისი თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 2%-ს საგრძნობლად მიუახლოვდა, რაც აჩვენებს, რომ გავრცელების რისკები უკვე საგრძნობლად მაღალია. 

"ბოლო ორ კვირაში დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს მიუახლოვდა, დღეს იყო 1.94%, რაც ნიშნავს იმას, რომ გავრცელების რისკები მაღალია. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 2%-ს ზემოთ იქნება სიგნალი იმისა, რომ უფრო აქტიური ჩარევა არის საჭირო, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, სადაც მაღალია გავრცელების მაჩვენებელი. ამ ეტაპზე, ჩვენ მაინც ვსაუბრობთ ლოკალიზების სამუშაოებზე, გაფართოებული ტესტირების და მობილობის მაქსიმალურად შემცირების კუთხით,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში. 

დღის ამბები