19 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
დადგება თუ არა დღის წესრიგში საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა - მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს სიტუაციაზე დაკვირვება

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად დღის წესრიგში ისევ დადგეს საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვება სიტუაციაზე:

"დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები