17 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
გახსენი-დაკეტე არ არის მართვა - ბიზნესმენი გურო გოგიშვილი კომერციული ვაქცინის შემოტანის აუცილებლობაზეც საუბრობს

"პროლესკი საქართველოს" დამფუძნებლის, ბიზნესმენ გურო გოგიშვილის თქმით ხელისუფლება ვადლებულია პროცესები ისე მართოს რომ მკაცრი რეგულაციების შემოღება აღარ გახდეს საჭირო.  ბიზნესმენი კომერციული ვაქცინის შემოტანის აუცილებლობაზეც საუბრობს:

"მე ვერ ვხედავ მართვას, გახსენი-დაკეტე არ არის მართვა, სად არის ვიდეორგოლები იმის შესახებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადეების გაკეთება. თუნდაც აცრებთან დაკავშირებით, ამ თვეში თუ არ ვცდები 10 ათასი ადამიანი აიცრა და ამ ტემპით რომ გავაგრძელოთ წლის ბოლოს 150 ათასი ადამიანი იქნება სულ აცრილი ეს რა შედეგს მოგვცემს? ჩემი აზრით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ბიზნესის წამომადგენლებს მისცეს ვაქცინის შემოტანის საშუალება. მე სასტუმრო მაქვს, მე როგორც ბიზნესის წარმომადგენელი და მინდა რომ ჩემი ბიზნესი გავხსნა, მზად ვარ შევიძინო. შეიძლება შემოიტანონ და მე როგორც ბიზნესს მიღირდეს ძვირის გადახდა და ჩემი თანამშრომლების აცრა იმისთვის, რომ ბიზნესმა იფუნქციონიროს.

სწორი მართვა იმას ნიშნავს, რომ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. დღეს გავრცელდა ფოტო მეტროში რა ხდება, არ შეიძლება რომ ერთი ადამიანი იდგეს მეტროში ზევით გარეთ და მეორე ადამიანი ქვევით და რაციით იყოს დაკავშირება, რომ საკმარისზე მეტი ადამიანია და უბრალოდ არ შემოუშვას? სახელმწიფო არის მენეჯერი, რომელიც მართავს ქვეყანას, თუ არ მართეს და ზრდის დინამიკა იყო და მივიდა იმ რიცხვებამდე, ბუნებრივია მესმის, რომ მოუწევთ დაკეტვა. უბრალოდ სწორედ უნდა იმართოს რომ არ მოუწიოთ,"- განაცხადა გურო გოგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები