17 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება, ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიურმა მოლოდინმა გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და ლარის კურსზე, თუმცა ხელისუფლებას აქვს ვითარების ადეკვატური მიდგომა:

"მესმის ეს ნეგატიური მოლოდინები, ჩვენ შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ სხვა ქვეყნების მსგავსად ვდგავართ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე. ეს ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება, ბიზნესზე, მცირე თუ საშუალო მეწარმეების გეგმებზე, დასაქმებაზე, უფრო პესიმისტურად აფასებენ ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, აისახება იგივე ლარის კურსზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტირებული საქონლის ფასებზე აისახება. რაც შეეხება მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ვითარების სრულიად ადეკვატური," - განაცხადა ნათია თურნავამ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები