17 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მის ფეისბუკგვერდიდან ცნობილი ხდება, რომ ის თბილისამდე სტამბოლში იმყოფებოდა.

აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოსვლასა და მისი გაუჩინარების საქმეზე პროკურატურაში ჩვენების მიცემას რამდენიმე თვის წინ გეგმავდა, თუმცა საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო. ქვეყანაში ჩამოსვლისთვის ხელის შეშლაში აფგან მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას  ადანაშაულებს.

2017 წლის 29 მაისს აფგან მუხთარლი დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

დღის ამბები