17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ამნისტია სამშენებლო სექტორისთვის - პარლამენტმა მერიის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო

კახა კალაძის თქმით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ უკვე დაიწყო სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები. როგორც თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემა თბილისის მოსახლეობის დიდ  ნაწილს აწუხებს და ამ კანონი მიღებას ელოდება:

"გუშინდელი დღიდან საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო საკომიტეტო მოსმენები სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კანონპროექტს ექნება დიდი მხარდაჭერა, იმიტომ რომ დედაქალაქის მოსახლეობაც ელოდება ამ კანონის მიღებას. ასიათასობით ადამიანს აქვს კონკრეტული პრობლემა, ვინც ცხოვრობს საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებში, რომლებიც მათ საკუთრებაშია, მაგრამ არაა შესული ექსპლუატაციაში იმის გამო, რომ როდესაც ხორციელდებოდა მშენებლობა, თავის დროზე, იყო გადაცდომები. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს 2020 წლის 18 აგვისტომდე დასრულებულ მშენებლობებზე დაფიქსირებული დარღვევების პატიებას და მათ საფუძველზე გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას. რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები