ივერი მელაშვილმა, ნატალია ილიჩოვამ, ასევე, ყოფილმა პატიმრებმა აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს. მხარდამჭერი წერილი აშშ-ს საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა ხელისუფლებაზე ერთ-ერთი მექანიზმია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებები შეწყდეს.
"პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი რურუა, ასევე მელია არიან პოლიტიკური დევნილები, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ. მავნებლობა უნდა აღიკვეთოს, ამისკენ არის მიმართული ძალისხმევა," - განაცხადა ივერი მელაშვილმა.