ამერიკის შეერთებული შტატები ასპირანტი ქვეყნებისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერს - ამის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი აცხადებს.
ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად აირჩიონ, შეუერთდნენ თუ არა ალიანსს.
პრესმდივანმა მხარდაჭერა გამოთქვა უკრაინის მიმართაც და ქვეყანას ნატოს წევრობისთვის ალიანსის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.