17 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ფაშინიანი მოსკოვში დღეს პუტინს შეხვდება

დღეს მოსკოვში სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ოფიციალური მოსკოვის უწყებით, მოლაპარაკებების დროს იგეგმება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წელის 11 იანვარს ხელმოწერილი განცხადებების რეალიზაციაზე მსჯელობა.

ასევე, განხილვის ერთ ერთი მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამდე განაცხადა, რომ პუტინი და ფაშინიანი სომხეთში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრებენ.

დღის ამბები