"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ნიკა მელიას N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ხარების დღესასწაული მიულოცა. ნათელაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ხილი მიუტანა.
"ხარება მივულოცეთ პოლიტპატიმარ ნიკა მელიას, ვუსურვეთ სიმტკიცე და გამძლეობა, რომელიც ისედაც არ აკლია და დარმუნებული ვარ, ძალიან მალე ნიკა მელია დატოვებს ციხეს, გათავისუფლდება პატიმრობიდან ხოლო საქართველო ივანიშვილისგან. ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ნიკა მელიასი გატარებული საპატიმროში, ამძიმებს და ართულებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ხროვის წინააღმდეგ შესადგენ საბრალდებო დასკვას, რომელსაც ისტორია ამ წუთებშიც წერს,"-აცხადებს შალვა ნათელაშვილი.