17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
დღევანდელ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება - საქართველოს პრეზიდენტი

მდინარე ენგურთან დღეს მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო, საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. 

"მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულვებელყოფს

საგანგაშოა, რომ ამას ეწირება უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისით გამოწვეულ სირთულეების გადალახვას ცდილობს.

დღევანდელ ტრაგედიაზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას,"- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

დღის ამბები