ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი გამოეხმაურა. ბოდბის ეპარქიის მმართველის თქმით, პირები, რომლებიც ეკლესიაში განხეთქილებას უწყობენ ხელს, ამ საქციელით ქვეყნის მოღალატეები ხდებიან.
"როდესაც ერთი ადამიანი რაღაცას იწყებს, ის კიდე ერთ ადამიანზეა დამოკიდებული და შეიძლება შეინანოს და გადარჩეს, მაგრამ როცა ადამიანებს აიყოლიებ, თან შენ თვითონ ხომ იცი, რომ მატყუარა ხარ, იცის განა არ იცის, განა დავალებას არ ასრულებს. მარხვაა და წყნარად ვართ.
მინდა იცოდეთ, რომ იძახით რატომაა ეკლესია ასეო, უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ებრალება ადამიანი, არ ემეტება ცუდისთვის. როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ მარტო კაცის მაგინებელი არ ხარ და დაფიქრდი, იქნებ უკვე ქვეყნის მოღალატე ხდები. მასე როგორ უნდა გამოაყენებინო თავი.
მინდა რომ ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ვინც მაგათი მამოძრავებელი ძალაა თავიანთ თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი, კეთილი თვისებები და მარხვის პერიოდია და შეინანონ," - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედი მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განვითარებული მოვლენების გამო მღვდელმსახურება 20-მდე სასულიერო პირებს შეუჩერა. იგეგმება აღნიშნული საკითხის სინოდზე განხილვაც, რომლის სხდომაც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა შედგეს.