17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
"ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადი მმართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის ერთგვარი ლაკმუსის ტესტია" - ანდრიუს კუბილიუსი 

საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის დაანონსებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანას, პირველ რიგში, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა სჭირდება. 

ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვიდან, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება. 

"ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით 2024 წლის განაცხადი მმართველი პარტიისთვის, ისევე როგორც ოპოზიციისთვის, ერთგვარი ლაკმუსის ტესტია. საქართველოს ამ ტესტის გასავლელად სჭირდება, პირველ რიგში, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია 2024 წლის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადს სერიოზულად არ მიუდგება, ეს არ იქნება საქართველოსთვის კარგი. აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და რეფორმების გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტეგრაციის პროცესი გაჭიანურდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მართებს მეტი სერიოზულობით მიუდგნენ საკითხს,“ - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი. 

განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა. 

"ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ევროკავშირის წევრობიდან იმაზე შორს ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ხელშესახებად შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ არის მკაფიო, იქნება ეს მთავრობა თუ ხელისუფლება. ეს მიზანი, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არსებობს კონცეფცია, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს. ჩვენ, ყველას, გვსურს, ვიხილოთ საქართველო სულ სხვა მიმართულებით, თუმცა ახლანდელი მოცემულობა მაეჭვებს, რომ წევრობაზე აპლიკაცია შეიძლება სერიოზულად იქნას აღქმული, ეს ჩემი პერსონალური აზრია,“ – ამბობს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

დღის ამბები