როდის დაიწყებს მოლაპარაკებას "გირჩი" მმართველ პარტიასთან და რის სანაცვლოდ შევლენ ისინი პარლამენტში - ალექანდრე რაქვიაშვილის თქმით, მათი გეგმების შესახებ ინფორმაციას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.
"ჩვენ არ ვაპირებთ მოლაპარაკებას, კომუნიკაციას სხვა მიზანი აქვს, რომელიც მალე საჯარო იქნება, რამდენიმე დღეში მოხდება ეს. ჩვენ ამას ჩვენი მხარდამჭერებისთვის გავაკეთებთ. ჩვენი მხარამჭერების ჯგუფში პრეზენტაციას და როცა ჩვენს გეგმას გაიგებთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად კომუნიკაცია და მეტი არაფერი. ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ჩვენი მხარდამჭერების შეფასება, ის გარემო, რომელიც შეიქმნება გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის ვთქვათ შემდეგ კვირას - ნიკა მელიას საკითხი როგორ გადაწყდება. თუ ისევ ჭაობში დავრჩებით და გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი მხარდამჭერების შეფასებას, გარემოს შევაფასებთ ჩვენით და მერე უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ, თუ რას ვაკეთებთ და რაში გვჭირდებოდა "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაცია, გასაგები იქნება რამდენიმე დღეში," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.