17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ენმ-ის ინტერესია გააქროს პატარა პარტიები და მთლიანი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება შეძლოს, ეს არ გამოსდით - ირაკლი ჩიქოვანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ენმ-ის მიზანია, პატარა პარტიები გააქროს და მათი ელექტორატი მიიზიდოს. ამის შესახებ ჩიქოვანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში განაგრძონ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი ინტერესი არის, რომ გააქროს ის პატარა პარტიები, რომელიც მის ირგვლივ არის და მთლიანი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება შეძლოს. ეს "ნაციონალურ მოძრაობას", ერთი მხრივ, არ გამოსდის, იმიტომ, რომ მათ არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა ნორმალური, საქმიანი დღის წესრიგი შესთავაზონ ჩვენს ამომრჩეველს. ფაქტი ფაქტად რჩება. ამას ადასტურებს აბსოლუტურად ყველა გამოკვლევა და ის შედეგები, რაც დაიდო უკანასკნელ არჩევნებზე.

"ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი რამ დარჩენია, "ქართულ ოცნებას" წაუყენონ პრეტენზიები და ეს პრეტენზიები რეალურად მხარდაჭერილი არ არის რეალური ფაქტებით და უკვე ამას ყველა ნათლად ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ ოპოზიციას, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და საერთოდ ახალ არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები