საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა, პარლამენტის წევრს ვაქცინაციამ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოუწია.
"ვაქცინაცია არის ინსტრუმენტი, რომელსაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს ერთადერთი სწორი გზაა,"- აცხადებს დავით სერგეენკო.
ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ მედპერსონალს და 55 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ. მათ ორ ვაქცინას - "ასტრაზენეკას" და "ფაიზერს" შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება.