17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
პატიმრობა უნდა გაუქმდეს და არ უნდა იქნას გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის გირაო - ნიკა მელიას ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გააუქმოს ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით.

ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"თვითონ პროკურატურაც აღიარებს, რომ გირაოს ქვეშაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს აღმკვეთის ღონისძიების მიზნები. ნიკა მელიას გაქცევის საფრთხე რა თქმა უნდა არ არსებობს. აქედან გამომდინარე თუკი მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში და როდესაც იგი იმსჯელებს ამ საკითხზე, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება ეს არის რომ გააუქმოს აღმკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით.

ჩვენი პოზიცია უცვლელია. პატიმრობა აუცილებლად უნდა გაუქმდეს და ნიკა მელიას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული არცერთი სახის აღმკვეთის ღონისძიება, მათ შორის არც გირაო.

რაც შეეხება ახალ მტკიცებულებებს, აღნიშნული მტკიცებულებებით ერთის მხრივ დასტურდება ნიკა მელიას საქმეში უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების უშუალო ჩართულობა და სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის სასამართლოს და პროკურატურის. მეორე მიმართულებაა, როგორ ხდებოდა უმაღლესი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მხრიდან ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეში მტკიცებულებების განადგურება, რომ არ შეძლებოდა დაცვის მხარეს უაღრესად მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება და სასამართლოში წარდგენა," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

დარჩება თუ არა პატიმრობაში ნიკა მელია - საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსამართლემ აღმკვეთი ღონისძიების გადახედვაზე უნდა იმსჯელოს. ადგილზე ნიკა მელიას თანაგუნდელები და მხარდამჭერები იმყოფებიან, დღევანდელ სხდომას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არ ესწრება.

დღის ამბები