საქართველოს ხელისუფლებისგან უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს ოპოზიცია.
განცხადება ევროპულ საქართველოში გაკეთდა - განცხადებების გაკეთების გარდა, ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოს.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციას ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.
"პასუხისიმგებლიანი მთავრობა უმაღლეს დონეზე იაქტიურებდა და პრემიერი ჩავიდოდა კიდეც კიევში. არამხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, არამედ იმიტომაც რომ ჩვენ პრაგმატულად გამოვიყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს ყურადღება ჩვენი დეოკუპაციის საკითხის წინ წასაწევად,"-აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.