Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებულმა ზომებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში უკვე არსებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და უთანასწორობის საკითხები კიდევ უფრო გააღრმავა.
ორგანიზაციის შეფასებით მთავრობების ნაწილი კრიზისს ბოროტად იყენებს. ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ქვეყნების უმეტესობამ, პანდემიის გამო და COVID-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით გარკვეული შეზღუდვები დააწესა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, გადაადგილების, გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეზღუდა.
ანგარიშში საქართველოზე საუბრისას აღნიშნულია "კარტოგრაფების საქმე" და 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციისას ძალის გამოყენება.