"სტრატეგია აღმაშენებლის" დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს თაკო ჩარკვიანი. პარტია "კანონი და სამართლის" დამფუძნებლის მიერ გიორგი ვაშაძის გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, დაპირისპირებას გამორიცხავენ თავად "სტრატეგია აღმაშენებელშიც".
ცნობილია, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანისა და გიორგი ვაშაძის პოზიციები განსხვავდება. კანონი და სამართლის ლიდერს მიაჩნია, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება, სტრატეგია აღმაშენებელში კი თვლიან, რომ საუბარი ოპონენტებთან არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე უნდა მოხდეს.