17 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
"ბულბულაშვილი" არის გულისამრევი მატყუარა - გიგი უგულავა ნიკა მელიას საქმის პროკურორზე

გიგი უგულავას განცხადებით, ნიკა მელიას საქმის პროკურორს "ბულბულაშვილს" უწოდებს.

მისი თქმით, ამირან გულუაშვილმა მორიგ ჯერზე მოატყუა საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ "საპატიმრო გირაო" იქნება კანონით გამოყენებული.

როგორც უგულავა აცხადებს, მსგავსი რამ კანონით საპატიმრო გირაო არ არსებობს.

"პირველ კურსელმაც კი იცის, რომ საპატიმრო გირაო ნიკა მელიას მიმართ ვერ იქნება გამოყენებული კანონით და ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება, გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს, მე ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, რომ მატყუარა აფერისტები არიან, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო. წესი არის შემდეგნაირად - უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის. დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც ამას "ბულბულაშვილი" იძახის, ის არის გულისამრევი მატყუარა," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები