17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
თუ ნიკა მელია გათავისუფლდება, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა - ოპოზიცია

ოპოზიციის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებისა და მისი გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება სიგნალი, რომ მოლაპარაკებებისთვის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მოლაპარაკებები შესაძლოა, გაგრძელდეს.

"რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, იმიტომ, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას, ალბათ, უკვე დაურეკეს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან.

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, რა თქმა უნდა, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის, მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია, რომელიც ებრძვის უსამართლობას.

"ნიკა მელია პოლიტპატიმარია. რაც შეეხება იმას, თუ გათავისუფლდა, ბუნებრივია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია კარგად ვიცით, პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა და საერთოდ სამართლებრივი სისტემა არ გვაქვს ქვეყანაში. მოლაპარაკების მაგიდისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ვნახოთ რას გადაწყვეტს ივანიშვილი, აქ სასამართლო რას გადაწყვეტს, ამაზე საუბარი ზედმეტია," - აღნიშნა ლევან სამუშიამ. 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესს წაადგება. 

დღის ამბები