საქალაქო სასამართლოსთან განვითარებულ მოვლენებს, სადა ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს და ოპოზიციის განცხადებებს ენმ-ს თავმჯდომარის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით, უმრავლესობაშიც გამოეხმაურნენ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტების სურვილია გაამწვავონ პოლიტიკური სიტუაცია და ამიტომაც არის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დღემდე წინასწარ პატიმრობაში.
"მან ფაქტობრივად, ნებისმიერ მომენტში შეუძლია დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუკი გირაოს გადაიხდის. ასე რომ, პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება სწორედაც, რომ მიზანია ჩვენი ოპონენტების," - განაცხადა პაპუაშვილმა.