"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროცესი დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, დაპირისპირება სამართალდამცავებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა ეზოს შიდა ტერიტორიაზე სცადეს შესვლა.
ჭიშკარი საბოლოოდ ეზოში მყოფების დახმარებით გაიხსნა და აქციის მონაწილეებმა პროტესტი უკვე ეზოში გააგრძელეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სასამართლო სხდომა გადაიდო. დღეს მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეს დააკმაყოფილა. შესაბამისად მომდევნო სხდომა 13აპრილს დაინიშნა და მას ნიკა მელია დაესწრება. დღეს ოპოზიციის ლიდერის სასამართლოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში აქტივისტებთან ერთად მელიას თანაგუნდელებიც იმყოფებოდნენ.