პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ არსებობს და დარჩენილია ორი პუნქტი, რომლის გონივრულ კომპრომისზეც ოპოზიცია ფიქრობს.
"არის დარჩენილი ორი პუნქტი, რომელზეც ჩვენ გონივრულ კომპრომისზე წავალთ. ჩვენ ვთქვით, რა არის ჩვენი კომპრომისი.
ჩვენმა თანამოქალაქეებმა გადაწყვიტონ, მოვიფიქროთ ისეთი მექანიზმი, რომ მოქალაქეები ჩაერთონ. თუ პლებისციტი არ მოსწონთ, კი ბატონო, იყოს ასე,"-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.