17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ნიკა მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ ენმ იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან თავისი თავმჯდომარით - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებს გამოუშვებს, ეს მინიმალური ნდობის აღდგენის მცდელობა იქნება. 

"ეს იქნება მინიმალური ნდობის აღდგენის მცდელობა თუ ივანიშვილი გამოუშვებს პოლიტპატიმრებს. ნიკა მელიას გამოშვებით იცვლება ის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტია იქნება წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ისევე როგორც სხვა პარტიები თავისი თავმჯდომარით, როგორც ეს მას ეკუთვნის.

მე ძალიან მინდა მოვისმინო დაშვების დონეზე "ქართული ოცნება" რა კომპრომისებს უშვებს, საინტერესოა. თუ ეს იქნება მელიას გათავისუფლება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური პატიმრებით ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

დღის ამბები