17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
მაქვს მოსაზრებები, რომ კონკრეტულ მოსამართლეები შესაძლოა დაბალი კვალიფიკაციის იყვნენ - მიხეილ სარჯველაძე 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მას კონკრეტული მოსამართლეების მიმართ შენიშვნები აქვს, მაგრამ მათზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპია. 

"ზოგ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ, ან თუნდაც სამართლიანად აკრიტიკებდნენ, არ აქვს მნიშვნელობა სამართლიანია თუ არა ეს კრიტიკა, როდესაც პრეტენზიებს უყენებ პოლიტიკურ ხელისუფლებას. რაც შეეხება კონკრეტულ მოსამართლეებს, მე მაქვს მათ მიმართ მოსაზრებები, რომ ისინი, შესაძლოა, დაბალი ან მაღალი კვალიფიკაციის იყვნენ, მაგრამ არ მაქვს უფლება, მე ვისაუბრო და პასუხი ვაგო იმაზე, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპია,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები