პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი აცხადებს, რომ თუ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს კვლავ იხილავს საკანონმდებლო ორგანოში, მზად არის, კანონი დაარღვიოს და პარლამენტში შეიჭრას. როგორც თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" განაცხადა, როცა საქმე ქვეყნის დაცვას ეხება, კანონი მეორეხარისხოვანი ხდება.
"ჩემს ოკუპირებულ სამშობლოში თუ კვლავ დავინახავ, რომ საკანონმდებლო ორგანოს პირველ სკამში კომუნისტი, ოკუპანტი გავრილოვი ჩასვა ხელისუფლებამ, მე ვიტოვებ უფლებას, დავარღვიო კანონი და შემოგიმტვრიოთ კარი და კინწისკვრით გისროლოთ იმ საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ჩარკვიანმა.