19 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ნიკა მელიას სასამართლო 13 აპრილისთვის გადაიდო - პროცესს ენმ-ის თავმჯდომარე თავად დაესწრება

5 დღეში ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად მოისმენს, იქნება თუ არა განხილული მისი აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი. ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა პროკურორებმა რომ არ დააყენონ, მოსამართლეს შეუძლია ეს საკითხი საკუთარი შეხედულებითაც გადაწყვიტოს.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მელიას თავისუფლების საკითხი თავად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ხელშია. პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ გირაოს გადახდაზე თანხმობის შემთხვევაში სამართლებრივი გზა არსებობს.

გირაოს გადახდის შემთხვევაში მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების და ასევე სასამართლოს თავისუფლების შესახებ განცხადებებს - ოპოზიცია განიხილავს როგორც სიცრუეს და სპეკულაციას. ლიდერები რომლებიც დღეს საქალაქო სასამართლოსთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, აცხადებდნენ, რომ მოსამართლეს შესასრულებელი აქვს პოლიტიკური დავალება და თუ მელიას გამოუშვებენ ეს დასავლელი პარტნიორებისგან "ქართულ ოცნებაზე" მომდინარე წნეხის შედეგი იქნება.

მელიას პატიმრობაში ყოფნას მმართველი პარტია ოპონენტების თვითმიზნად და მათი დღის წესრიგის ნაწილად განიხილავს. 

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომელიც მისივე პარტიის ოფისში იყო გამაგრებული, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს. 

დღის ამბები