საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში ელოდებიან. პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების თარიღად სიმბოლურად დღევანდელი დღე აირჩია.
საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სესია 12 საათზე დაიწყება. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იქნება და იმედოვნებენ, რომ ზურაბიშვილი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და გამოწვევაზე გაამახვილებს ყურადღებას.
სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.