საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველომ კიევში ელჩი დააბრუნოს:
"არ მინდა არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.