ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მოსალოდნელი გაგრძელების შესახებ განცხადება თავდაპირველად "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. მმართველ გუნდთან კომუნიკაციაზე საუბრობენ "გირჩშიც". ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "გირჩი" ოცნებასთან კონსულტაციების რეჟიმშია, გეგმებზე კი საჯაროდ ორშაბათიდან ისაუბრებს. "გირჩი" ამბობს, რომ პარტიას აქვს კონკრეტული შეთავაზება.
"კომუნიკაცია გვაქვს და მათ დაახლოებით კონტურები წარმოდგენილი აქვთ. არ ვიცი ჩვენი გუნდიდან ტელეფონით ისაუბრეს თუ როგორ, მაგრამ კომუნიკაცია გვქონდა. კვლავ ვართ ჩიხში, არაფერი არ ხდება და როგორც დაანონსებული გვქონდა, "ქართულ ოცნებასაც" ინფორმაცია მივაწოდეთ და ისედაც რეალურად, ჩვენ უკვე ორშაბათიდან ჩვენი გეგმის შესახებ საჯაროდ განვაცხადებთ," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.