30 აგვისტო 2026,   17:14
ვრცლად
ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მედიაზე და ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ფორმულას" ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მედიაზე ძალადობა მიუღებელია.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მომხდარს სამართლებრივი პასუხი გაეცემა. 

"პირველ რიგში, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და თავდასხმას მედიაზე, ჟურნალისტებზე, ეს მიუღებელია და ამას გაეცემა სამართლებრივი პასუხი. ამ შემთხვევაში, რამდენადაც ვიცი, საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უკვე არის. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ვახო სანაიას შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც დადგინდება დეტალები და სათანადო რეაგირება მოხდება,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები