მსვლელობა თბილისში - უცნობი და მისი მხარდამჭერები ერთი საათის წინ ევროპის მოედნიდან საპატრიარქოსთან მივიდნენ, ამის შემდეგ კი, მსვლელობა დედაენის ბაღის მიმართულებით გაგრძელდა.
მანამდე, შეკრების დროს, უცნობმა მოქალაქეებს მიმართა:
"ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით რატომ? ის უფალია და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა,"- ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ შეკრებილებს.
მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი ეძღვნება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისთვის და არა ხალხისთვის.