17 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის ერთ-ერთი, რომელსაც შეთანხმება სურს - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს მიესალმება და  განაცხადა, რომ  გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია ოპოზიციიდან, ვისაც შეთანხმება სურს.

"გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც, ვფიქრობ, ნამდვილად სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში. ჩვენ პრინციპულად მზად ვართ, რომ ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა განაცხადა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, ის მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების სამ ვარიანტს ელის - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის თარიღი, დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი ან დაინიშნოს პირდაპირ მოლაპარაკება. გიორგი ვაშაძის თქმით, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დასრულდება.

დღის ამბები