უცნობის ინიციატივით გამართული შეკრების ინიციატორების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის შექმნაა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს სამოქალაქო კონტროლს და არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ ცივილიზებული განვითარების გზას გადაუხვიოს.
ისინი ახლა დედაენის ბაღში იმყოფებიან, რომელიც, მათი თქმით, შეკრების ბოლო წერტილია. სწორედ ამ ადგილას დააფუძნებენ ქართველი ერის "მარადისობის დღეს", მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში შესაბამის დეკლარაციას აწერენ ხელს.
შეკრება პროტესტის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე დაიწყეს. მათ სიტყვით გია გაჩეჩილაძემ მიმართა.