17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
არ მაქვს პრობლემა შევხვდე სალომე ზურაბიშვილს, დავხარო თავი და ვუთხრა, რომ შეთანხმებისთვის საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "რუსთავი 2-ის" ეთერში პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს. 

გიორგი ვაშაძე მზად არის სალომე ზურაბიშვილს პირადად შეხვდეს, თუკი ეს შეხვედრა გადაწყვეტს პრობლემას. 

"მინდა სალომე ზურაბიშვილს ამ ეთერის მეშვეობით ვუთხრა, რომ ქალბატონო სალომე, თქვენს ხელთ ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და ეს არის გიორგი რურუას შეწყალება. მე ვითხოვდი, რომ დანიელსონთან შეხვედრის დროს, მოლაპარაკების პროცესში პრეზიდენტიც ჩართულიყო. არ მაქვს პრობლემა ეთერის გარეშე მივიდე და შევხვდე სალომე ზურაბიშვილს. თუ ეს გადაწყვეტას მოიტანს, არ მაქვს პრობლემა. არ მაქვს პრობლემა მე, დავხარო თავი და ვუთხრა, რომ შეთანხმებისთვის ეს საჭიროა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "რუსთავი 2-ის" ეთერში ხელისუფლებასაც მიმართა და თქვა, რომ მას გამბედაობა არ აკლია, მაგრამ მთავრობისგან უნდა გამბედაობა იმისა, რომ რეალურად გაუსწორონ თვალი პრობლემას. 

"არც გამბედაობა მაკლია და არც არაფერი, მაგრამ მე ხელისუფლებისგან მინდა გამბედაობა იმისა, რომ რეალურად გაუსწორონ თვალი პრობლემას. არ შეიძლება, რომ ადამიანები საპატიმროში გყავს და უბრალოდ ჯიუტობ მათ გამოშვებაზე. რა სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, თუ ციხეში გვინდა ხალხი გამოვამწყვდიოთ. შეთანხმება "არ ტეხავს" ხალხო. დამოუკიდებლობა სწორედ ეროვნულმა თანხმობამ მოგვიტანა. ამის შემდეგ, რა უთანხმოებაც მოხდა ქვეყანაში, ყოველთვის შეუთანხმებლობის გამო იყო ეს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები