17 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
კომპრომისი კი არ არის, შეთანხმებულის უკან წაღებაა - გიორგი ვაშაძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში რიგგარეშე არჩვენების თემა იყო

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხს "ქართული ოცნება" მოლაპარაკების პროცესში დათანხმდა და ახლა იმის თქმა, რომ ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების თემა არ იყო, მათი მხრიდან შეთანხმების უკან წაღებაა. 

"ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა და პლებისციტზე საუბარი კომპრომისია. გვითხრან სხვა ვარიანტები რომ დავფიქრდეთ, მაგრამ ის, რომ ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების თემა არ იყო, კომპრომისი კი არ არის, შეთანხმებულის უკან წაღებაა "ქართული ოცნების" მხრიდან. რადგან, ამაზე ისინი დათანხმდნენ შარლ მიშელის ვიზიტის დროს. იქ იყო ეს მე-5  მუხლი. მოლაპარაკებებში ასეა, შენ რომ იტყვი, რომ კი ბატონო, ამაზე თანახმა ვარ, მერე არასწორია, როდესაც შენ ეს უკან მიგაქვს,"- ამბობს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები