26 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
კრიზისი ოპოზიციის ველზეა და თუ ასე გააგრძელებენ, 2024 წელს არ მგონია ამომრჩეველმა მეორედ მისცეს ხმა - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრევლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შედგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბარი არაა და ეს მოცემულობა ოპოზიციამ უნდა გაიზროს.

როგორც სოზარ სუბარმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, კრიზისი თავად ოპოზიციურ პარტიებშია.

"სიტყვა პოლიტიკურ კრიზისს როცა ახსენებენ ხოლმე, მე ყოველთვის მიჩნდება კამათის სურვილი და ამიტომ არ შევალ ამ დებატებში. მე მაინც მიმაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისი სხვა რამეა. ახლა რაც ხდება ქვეყანაში, ამაზე ალბათ სხვა ტერმინი უნდა მოვნახოთ. მართლა არ ვიცი რა ტერმინი დავარქვათ. კი ვხედავთ, რომ აშკარად კრიზისი არის ოპოზიციურ ველზე.

კლასიკური გაგებით, კრიზისი არის, როდესაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ უმრავლესობა არ აქვს არც ერთ პარტიას. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა არ შევიდეს პარლამენტში, ეს არის სრული პოლიტიკური გაუგებრობა, ნონსენსი. მსგავსი რამე არ ყოფილა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ამას მე დავარქმევდი კრიზისს ქართული ოპოზიციის ველზე და თუ ასე გააგრძელებენ, 2024 წელს მართლა გვეყოლებიან სხვა პარტიები, იმიტომ, რომ არამგონია ამომრჩეველმა მეორედ მისცეს ხმა იმ პარტიებს, რომლებიც ერთხელ ასე გააფუჭებენ მათ მიერ მოპოვებულ მანდატებს. 

ბატონი დანიელსონის დოკუმენტში მკაფიოდ ეწერა, რომ ახალი, რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება და არ უნდა იყოს. საერთოდ რიგგარეშე არჩევნები იმ მოთხოვნებში არ იყო. შესაბამისად, ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ოპოზიციისთვის, თუკი ამ ამოსავალ წერტილს მიიღებენ, ამის შემდეგ ბუნებრივია, ყველა დეტალზე შეიძლება მოლაპარაკება," - განაცხადა სოზარ სუბარმა "დღის კურიერში". 

დღის ამბები