ათონელის რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ მხარდაჭერა, რომელიც მათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოუცხადეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და დღესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენ დღესაც ძალიან გვჭირდება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ზვიად გამსახურდიას მეუღლეს მიმართა და განაცხადა:
"რომ არა გამსახურდიას გადაწყვეტილება ჩატარებულიყო რეფერენდუმი, ვერ მივიღებდით იმ დამოუკიდებლობის აქტს, რომელმაც თანამედროვე საქართველო დააარსა. არავის აქვს უფლება, ეს უზარმაზარი დამსახურება დაივიწყოს,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.