პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სკამების ნაწილი თავისუფალია და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უმეტესობა არ მივიდა.
"მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენ მოგახსენოთ, ვინც მობრძანდით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამი არის დღეს პრეზიდნეტის სასახლეში, როცა ჩვენ ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ისტორიულ დღეს აღვნიშნავთ.
კიდევ უფრო სამწუხარო არის, როცა ნაწილი ამ პარტიების მოდიოდა თუნდაც ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთს რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ იყოს ყველა პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.