17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია - სალომე ზურაბიშვილი

რატომ არ ასრულებს სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის მედიატორის როლს - სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ დასმულ ამ საკითხს პასუხობს. 

"მე მესმის სხვადასხვა კუთხიდან წამოძახილები, რომ პრეზიდენტი რატომ არ თამაშობს მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ეს ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ და დაგვეხმარონ ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა ეს მედიატორის როლი, როცა ცარიელი სკამებია,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები