17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის მედალი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს პრეზიდენტის მედალი გადასცა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე თქვა, რომ დათა ვანიშვილი შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. 

"ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც გახდა ერთგვარი სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ის არის სიმბოლო იმ უსამართლობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი, ყველას, უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ," – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები