პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ძალიან უჭირს საკუთარი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა.
"კარგად უნდა გვესმოდეს ამ ჩვენს სიჯიუტეს სადამდე მივყავართ, იქამდე, რომ ვაზარალებთ მოქალაქეებს. ის სანქციები, რომელზეც ალაპარაკდნენ ევროკავშირში, ის რომელიმე პარტიას კი არ ემუქრება, ჩვენს ქვეყანას ემუქრება.
უნდა გავარჩიოთ დიდი რაღაცები ვიწრო პარტიული ინტერესებისგან. ის ფული, რაც არ შემოვა, ჩვენს მოქალაქეებს დააკლდებათ.
დღეს ეს ყველაფერი მაგის ნიშანია, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს თურმე დადასტურებული ჰქონიათ აქ მოსვლა და მერე გაუუქმებიათ.
ორბელიანების სასახლეში ოპოზიციიდან ვიყავი მხოლოდ მე. ეს არის გულდასაწყვეტი. დღეს არ არის ის დღე, სადაც ქართველებმა ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ, ვინ უფრო მაგარი ოპოზიციონერია და ამის ვერგააზრება ძალიან ცუდია.
9 აპრილსაც კი ასე არიან. ეს ხომ არ იყო სალომე ზურაბიშვილის დაბადების დღე ან პირადი მიღება, ჩვენ აქ მოვედით დამოუკიდებლობის 30 წლისთავის აღსანიშნავად,"-აღნიშნა "დღის კურიერში"ლევან იოსელიანმა.