17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ხელისუფლება უახლოვდება საკუთარ დაისს - სალომე სამადაშვილი "უცნობის" ინიციატივით ორგანიზებული შეკრებაზე

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი "უცნობის" ინიციატივით ორგანიზებულ შეკრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს მიუთითებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლება "უახლოვდება საკუთარ დაისს." 

"დღევანდელი აქცია, სადაც ჩვენ ვიხილეთ, რომ ფაქტიურად მირეკილი ჰყავდა ძირითადად მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას ამ დაკვეთილ პოლიტიკურ პროექტზე, ეს ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ მართლაც ეს ხელისუფლება უახლოვდება საკუთარ დაისს.

ახლა ამ ვითარებაში, ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ განვმუხტოთ პოლიტიკური ვითარება, მე პოლიტპატიმრების თემას აღარ დავუბრუნდები, ეს უკვე გასაგებია, რომ ეს თემა უნდა ამოიწუროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადება, რომელიც უკავშირდება იმას, რომ პლებისციტის გზით ჩვენ ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს - უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, მათ შორის ახალი კონსტიტუციური მოდელით, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით ბარიერის დაწევა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს ყველაფერი არის სწორედ ის, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები